კომპლექსის შესახებ

კავკასია ძირითადად მთიანი ქვეყანაა ევრაზიის კონტინენტის ევროპული მხარის სამხრეთ-დასავლეთში, იგი კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი დასახლებული ადგილია. მისი ტერიტორია 440.000კვ.კილომეტრია. დიდი კავკასიური წყალგამყოფი სიტემის ხაზით კავკასია იყოფა ორ ნაწილად, ჩრდილოეთ კავკასია და სამხრეთ კავკასია. სამხრეთ კავკასიის შემადგენლობაში შედის: სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი. სომხეთში აღმოჩენილია ადრეული ქვის ხანის მრავალი დასახლებული ადგილი, უკვე ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში აქ ჩამოყალიბდა სახელმწიფოები. ეთნიკურად და ენობრივად კავკასიას მეტად რთული შემადგენლობა აქვს, სადაც ცხოვრობს ორი ენობრივი ოჯახის (კავკასიური ან იბერო-კავკასიური და ინდოევროპული) ენით მოლაპარაკე თითქმის 50 ერი. ამ გარემოებამ თავის მხრივ გამოიწვია კულტურათა, ტრადიციათა, ჩვეულებათა და ეროვნულ სამზარეულოთა დიდი მრავალფეროვნება.

სარესტორნო კომპლექს კავკასიის დამფუძნებელთა სურვილი იყო აღედგინათ და ღირსეულად წარმოედგინათ ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნეებით გამყარებული და დამკვიდრებული ტრადიციები და ჩვეულებები, კავკასიური მდიდარი სამზარეულოს დღეისათვის ცნობილი და ასევე დავიწყებული კერძები. აქაური კერძების განუმეორებელი გემოს საიდუმლო კავკასიური სამზარეულოს რეცეპტებშია, სადაც მხოლოდ მაღალხარიასხიანი სუნელები და საკმაზები გამოიყენება. თუმცა, როგორც ნაწილი მომსახურების ინდუსტრიის, სარესტორნო და სასტუმრო კომპლექსი “კავკასია” მხოლოდ ამით როდი კმაყოფილდება. იგი ამავდროულად მიმართულია სტუმრებს საზღვარგარეთიდან კარგად გააცნონ სომხეთის ისტორია, ადგილობრივებს კი შეახსენოს დიდებულ წინაპართა მიერ განვლილი გზა. 

სწორად ამ მიზნითაა კომპლექს “კავკასიაში” მოწყობილი დარბაზები რომელებიც სომეხ მეფეთა სახელებს ატარებენ. თითოეული დარბაზი გამოხატავს თავისი ეპოქის სულს და გაფორმებულია დროის იმ მონაკვეთისათვის დამახასიათებელი სურათებით და ფრესკებით. შესაფერისი კოლორიტის და ატმოსფეროს შესაქმნელად გამოყენებულია მხოლოდ ბუნებრივი საშენი მასალა: ქვა, აგური, თიხა,რკინა,ხე,ტილო, ლერწამი და ჩალა. ჭაღები, ნათურები,რიკულები და თუნდაც კარის სახელურები მჭედლის დიდი ოსტატობით არის გამოჭედილი. 

შეიძლება ითქვას რომ “კავკასია” ერთი ფერადოვანი და საინტერესო ნაამბობია სომხეთზე, რომელიც მოგვითხრობს სომხეთის სულის, შემოქმედების, ცხოვრების წესის დიდებული კულტურისა, სამხედრო ხელოვნების და ხელობის შესახებ.


კომპლექსი კავკასიის რესტორანი მოიცავს ოთხი თაობის სახელობის ოთხ დარბაზს: ერევანდუნინების (60ადგილიანი), არტაშესიანების (330 ადგილიანი), არშაკუნიანების (530 ადგილიანი) და ბაგრატუნინების (280 ადგილიანი), ასევე ღია და დახურული განცალკევებილი კუპე სალონები სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ დახვეწილი კავკასიური სამზარეულოს კერძები.სპეციალურად შექმნილი დიზაინი, სურათები და მოხატულობა განაპირობებს შეიგრძნოთ თითოეული თაობის საუკუნის სული. შესაფერისი კოლორიტის და ატმოსფეროს შესაქმნელად გამოყენებულია მხოლოდ ბუნებრივი საშენი მასალა: ქვა, აგური, თიხა,რკინა,ხე,ტილო, ლერწამი და ჩალა. ჭაღები, ნათურები,რიკულები და თუნდაც კარის სახელურები მჭედლის დიდი ოსტატობით არის გამოჭედილი. უგემრიელესი კერძების საიდუმლო კომპლექს “კავკასიაში” მარტივია, მაღალპროფესიული მზარეულები ამზადებენ კერძებს ტრადიციული კავკასიური სამზარეულოს რეცეპტების მეშვეობით.

 

ყოველ დღე 19:00-დან თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ კავკასიის ბენდის მუსკით და ცეკვებით.


კორპორატიული ივენთებისათვის     +374 98 919 919


ჯავშანი