რესტორანი ,,კავკასია“
აღნიშნეთ თქვენი ღირსშესანიშნავი ღონისძიებები ან ისიამოვნეთ ჩვენი დიდებული და კომფორტული სარესტორნო კომპლექსის ყოველდღიური სადილებით.
ჩვენი რესტორნები
რესტორანი ,,კავკასია“ ღონისძიებების ჩასატარებლად სხვადასხვა დარბაზს გთავაზობთ, რომელთაც დიადი სომხური სამეფოების სახელები ჰქვიათ. ეს უნიკალური დარბაზები სტუმრებს საინტერესო მენიუსა და სასიამოვნო გარემოს სთავაზობენ.
ერვანდუნები
ერვანდუნები - კიდევ ერთი სომხური დინასტიაა. მათი მმართველობის წლებია ჩვ.წ.აღ. VI-II სს. მათი მმართველობის დროს ჩამოყალიბდა პირველი სომხური სახელმწიფო. მოვსეს ხორენელის თანახმად, ჩვ. წ.აღ. მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში, ჰაიკაზუნების ოჯახის ხელისუფლება სკაიორდის მეთაურობით აღდგა მთიანეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისმა ვაჟმა პარუირმა გააერთიანა ყველა ტერიტორია - ვანის ტბიდან ევფრატამდე და ალიანსი დადო მიდასთან და ბაბილონთან ასურეთის წინააღმდეგ. ჩვ.წ.აღ. 612 წელს გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღი ასურეთის დედაქალაქი - ნინევია, ამისთვის პარუირ ჰანაპეტი სომხეთის მეფედ და მიდიის მმართველად ცნეს. დინასტიას სახელი ეწოდა მეფე ერვანდ საკავაკიაცის საპატიოდ.
60 ადგილი
ერვანდუნების შესანიშნავი დარბაზი ისტორიული სურათებითა და ჩირაღდნებითაა მორთული, რომლებიც თანამედროვე სტილითაა გაფორმებული, მაგრამ ამავდროულად გადმოსცემს ისტორიული კუთვნილების განუმეორებელ შეგრძნებას. ეს დარბაზი იდეალური ადგილია არც ისე დიდი შეხვედრებისთვის მეგობრებთან ან ნათესავებთან. ინტერიერი გავიწყებთ ყოველდღიურ საზრუნავს და შესანიშნავი და საინტერესო გარემო განტვირთვის საშუალებას გაძლევთ.
ტავერნა
ეს დარბაზი მე-19 საუკუნის და მე-20 საუკუნის დასაწყისის ტავერნა-მეღვინეობის სტილშია გაფორმებული: სკამები და მაგიდები, ჭურჭელი და სხვადასხვა აქსესუარები, ყველაფერი კავკასიური სულითაა სავსე.
ამ თბილ და კომფორტულ ატმოსფეროში თქვენ შეგიძლიათ დროის გატარება ოჯახთან და მეგობრებთან ერთად და 19:00 საათიდან ისიამოვნოთ მუსიკით.
მარანი პირველ სართულზეა განთავსებული, სადაც ასევე არის ცალკე ოთახები, რომელიც 6 კაცზეა გათვლილი.
ცალკე დარბაზები და ღია ტალავრები სუფთა ჰაერზე
კომპლექსი ,,კავკასიია“ ღია და დახურულ კუპეს დროულად შეუძლია რეაგირება ამინდის ან თქვენი ხასიათის ცვლილებაზე! ჩვენი ტალავრები სუფთა ჰაერზე, აუზთანაა განთავსებული, არაჩვეულებრივი ადგილია სადილისთვის ან ფინჯანი ყავისთვის ჩვენს თონეში მომზადებულ გემრიელ და არომატულ გათასთან ერთად.
რაც შეეხება დახურულ კუპეს, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი სხვადასხვა სფეროსთვის დამახასიათებელი სტილითაა გაფორმებული. მაგალითად, ,,მეთევზეობა“ სტილის კუპე გაფორმებულია თევზაობის სხვადასხვა მოწყობილობით. კუპე ,,სანადირო“ გაფორმებულია ნადირობისთვის დამახასიათებელი აქსესუარებით. ჩვენ ყველა დარბაზში ვცადეთ კავკასიური მე-18-19 საუკუნეების ქალაქური გარემოს შექმნა.