სასტუმროს შესახებ
სასტუმრო „კავკასია“
სასტუმრო „კავკასია“ 2014 წლის 2 ივლისს გაიხსნა. საერთაშორისო აეროპორტიდან 17 კმ-ში, ხოლო ერევნის ცენტრიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით კომპლექსი „კავკასია“ თავის სტუმრებს ერთის მხრივ არაგაწის(4090 მ.) მთის, ხოლო მეორეს მხრივ იდუმალი და ბიბლიური არარატის(5165 მ.) მთის უნიკალურ და ულამაზეს ხედებს სთავაზობს.
სასტუმროში არის სტანდარტული, დელუქსი, ლუქსი, და საოჯახო ნომრები, რომელიც სტუმრების კომფორტს და კარგ განწყობას უზრუნველყოფს.
დასვენების ზონა
კავკასია სრული განტვირთვისა და დასვენებისთვის განკუთვნილ ზონას გთავაზობთ, სადაც თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებთ. დასვენების ზონა შეიცავს: ღია აუზს(25 მ.), დახურულ აუზს, ფიტნეს დარბაზს, სპა სალონს, მასაჟს და საუნას. აგრეთვე, ამ ზონაში ნახავთ ბილიარდს, დართს, მაგიდის ჰოკეის, ფეხბურთს და ბავშვთა გასართობ დარბაზებს.
რესტორნები
ადგილი, სადაც შეგიძლიათ კავკასიური სამზარეულოს შეუდარებელი კერძების დაგემოვნება, არამხოლოდ "რუბინიანცის" რესტორანში ან ბარში, რომლებიც კომპლექსში მდებარეობს, არამედ ახლომდებარე კომპლექსში, რომელიც უნიკალურ, ისტორიულ და კულტურულ ფასეულობას ატარებს. ამით სასტუმრო „კავკასია“ თქვენთვის საჭირო დასვენების მოწყობაში დაგეხმარებათ!
საკონფერენციო დარბაზი
ბიზნეს შეხვედრებისთვის, კონფერენციებისთვის და სხვა ფორმატის დისკუსიებისთვის, ჩვენს დარბაზებს გთავაზობთ, რომლებიც ყველა აუცილებელი მოწყობილობითაა აღჭურვილი. დარბაზებს კილიკიის სახელმწიფოს მონარქთა საპატიოდ მათი სახელები ჰქვიათ. დარბაზები: “კონსტანტინე“ 240 კაცზე, "თოროსი" და "ლევონი" 22-25 კაცზე, "რუბენი" 18 კაცზე.
+374 60 50 11 77