ტურები
ერევანი/გარნი/გეღარდი/ჩარენცის თაღი
თავიდან ჩვენ გავემგზავრებით გარნის ტაძარში, რომელიც 77 წ. ძ.წ. აშენდა. გარნის ტაძარი, სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთადერთი წარმართული ტაძარია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. წარმართულ პერიოდში იმპერატორი ნერონი ტაძრით აღტაცებული იყო.
სამონასტრო კომპლექსი გეღარდი IV-XIII საუკუნებში აშენებული ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. გეღარდავანქი მდინარე აზატის ხეობაში მდებარეობს. მონასტერი მასში მდებარე რელიკვიების დამსახურებითაა ცნობილი. მათგან ყველაზე ცნობილია ლახვარი, რომელიც ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს ჩასცეს, აქედანაც წარმოიშვა მონასტრის დასახელება გეღარდ-ავანქი (‘’ლახვრის მონასტერი’’). სამონასტრო კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო მემკიდრეობის ძრგლთა სიაშია შეტანილი.
ერევანში დაბრუნება.
ერევანი/ხორ ვირაპი/არენი (ღვინის დაგემოვნება)/ნორავანქი/ჯერმუკი
არარატის ველზე მგზავრობა. ხორ ვირაპის მონასტერი IV-XVII ს. აშენდა. ხორ ვირაპის მონასტერი მიწისქვეშა ციხის ტერიტორიაზეა აშენებული, სადაც სომხეთის პირველი კათოლიკოსი, გრიგორ ლუსავორიჩი 13 წლის განმავლობაში იყო დაპატიმრებული. მონასტერი მსოფლიოს ყველა სომეხისთვის მომლოცველობის ყველაზე პოპულარული ადგილია!
სოფელი არენი სომხური მეღვინეობის ერთ-ერთი ცენტრია. სოფლის მონახულების შემდეგ, აუცილებლად დააგემოვნებთ ადგილობრივი ქარხნის არომატულ ღვინოს. დანიშნულების შემდეგი პუნქტი - ნორავანქი.
ლანჩი ნორავანქის მახლობლად.
ნორავანქი XII ს. აშენდა. ნორავანქის გზა მღვიმეებით სავსე კანიონით გადის. ნორავანქი შუა საუკუნეების სომხური არქიტექტურის ,,მარგალიტად“ ითვლება. ნორავანქის შემდეგ ჩვენს ექსკურსიას სამთო კურორტზე - ჯერმუკში გავაგრძელებთ. ქალაქის ღირსშესანიშნაობების და რა თქმა უნდა, ჯერმუკის ცნობილი ჩანჩქერის დათვალიერების საშუალება გექნებათ.
ერევანში დაბრუნება.
ერევანი/ ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი (რიფსიმე, გაიანე)/ზვართნოცი
ექსკურსიას ვაღარშაპატიდან (ეჩმიაძინი), სომხეთის ძველი დედაქალაქიდან დავიწყებთ. ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური ნაგებობაა. ტაძარი IV ს. აშენდა. ეს ტაძარი კათოლიკოსის რეზიდენციაა. ეჩმიაძინში ჩვენ აგრეთვე წმ. რიფსიმეს, გაიანეს, ეჩმიაძინის მონასტერს და ეჩმიაძინის მუზეუმ-საგანძურს მოვინახულებთ.
დანიშნულების შემდეგი პუნქტი - ზვართნოცის ტაძარი. ზვართნოცის ტაძარი VII ს. აშენდა და შუა საუკუნეების სომხური არქიტექტურის ერთ-ერთი შედევრია. მიწისძვრის შედეგად ტაძარი ნანგრევებად გადაიქცა, ნანგრევების ნაწილი რეკონსტრირებულია.
ერევანში დაბრუნება. ვახშამი ერევანში.
ერევანი/ჰოვანავანქი/საღმოსავანქი/სომხური ანბანის ძეგლი/ამბერდი/კარმრავორი
ტური აშტარაკში მგზავრობით იწყება. მოვინახულებთ: კარმრავორს (VII ს.), საღმოსავანქს (1215) და ჰოვანავანქს (1221). შემდეგ ამბერდის ციხესიმაგრეს ვესტუმრებით, რომელიც პაჰლავუნების რეზიდენცია იყო. ციხესიმაგრის ტერიტორიაზე 1062 წელს აშენებული უნიკალური ისტორიულ-კულტურული ძეგლია. ბოლოს იხილავთ: 405 წელს მესროპ მაშტოცის მიერ შექმნილი სომხური ანბანის ძეგლს.
ვახშამი აშტარაკში. ერევანში დაბრუნება.
ერევანი/ტათევი/ქარაჰუნჯი/არენი (ღვინის დაგემოვნება)
ჩვენს ტურს სომხეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე სიუნიქის ოლქიდან დავიწყებთ. ჩვენი პირველი დანიშნულების პუნქტი - ტათევის მონასტერია (IX - XVIII ს.), რომელიც სიუნიქის „სამყაროს“ მარგალიტად მიიჩნევა. მონასტრის სახელი დიდმოწამე ევსტათე მოციქულის სახელს ატარებს. პატარა სამლოცველო საოლქო ცენტრად, შემდეგ კი საგანმანათლებლო კომპლექსად გადაიქცა.
სადილი ტათევის სოფლის მახლობლად.
ძველი დასახლების- ხნძორესკის მონახულება იმის გაგებაში დაგეხმარებათ: თუ რატომაა მთელ მსოფლიოში ცნობილი სომხური არქიტექტურული ძეგლები.
ერევანში დაბრუნება.
ერევანი/წაღკაძორი(კეჩარისი)/სევანის ტბა
დანიშნულების პირველი პუნქტი - სევანის ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 1916 მ. სიმაღლეზე მდებარეობს და მსოფლიოში მთიურ ტბათა შორის უმსხვილესად ითვლება. აქ თქვენ ტბის სილამაზით ისიამოვნებთ და სევანავანქს მოინახულებთ, რომელიც სევანის ტბის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.
სადილი სევანის ტბის მახლობლად.
ჩვენი შემდეგი დანიშნულების ადგილი- წაღკაძორია, ზამთრის სპორტის სახეობების მოყვარულებისთვის ნამდილი სამოთხე! წაღკაძორი თავის სტუმრებს კომფორტულ საერთაშორისო სასტუმროების მომსახურებებს და ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტების ღირსშესანიშნაობებს სთავაზობს. აქ ჩვენ კეჩარისის მონასტერს ვეწვევით, რომელიც XI-XIII ს. აშენდა.
ერევანში დაბრუნება.
ინდივიდუალური ტურები
ჩვენი კლიენტების სურვილისამებრ ვაწყობთ ინდივიდუალურ ტურებს. ტურებში საუკეთესო ექსკურსიებია ჩართული.